უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ შავი პარასკევისთვის განსაკუთრებული შეთავაზება მოამზადა - ჩინური ბრენდის უახლესი ავტომობილების, Geely Atlas Cool-ისა და Geely Monjaro-ს, შეძენა 10 000 ლარზე მეტი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. შეთავაზება უპრეცედენტოა იმითაც, რომ ის კომპაქტური ქროსოვერისა და სრული ზომის SUV-ს ახალი მოდელების ოფიციალურ წარდგენას ემთხვევა საქართველოში.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს. მოხარულები ვართ, რომ უახლესი Geely Atlas Cool-ისა და Geely Monjaro-ს საქართველოს ბაზარზე წარდგენა და, შავი პარასკევის შეთავაზების ფარგლებში, ამ მოდელებზე მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასის შეთავაზება დროში ერთმანეთს დაემთხვა.
Atlas Cool Geely-ს პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე ახალი მოდელია, რომელიც თანამედროვე დიზაინს, უახლეს ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს აერთიანებს, Monjaro კი - ბრენდის სამოდელო ხაზში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პოპულარული მოდელი, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. გვჯერა, რომ Atlas Cool და Monjaro საქართველოს ბაზარზე ისეთივე პოპულარობით ისარგებლებს, როგორითაც მათი წინამორბედები“.
Geely Atlas Cool აეროდინამიკური ექსტერიერით, ერგონომიკული ინტერიერითა და სპორტული აქცენტებით გამოირჩევა, რაც მას მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ავტომოყვარულები აქ პრემიუმ ხარისხის მასალებს, ერგონომიკულ სავარძლებს, დიდ სენსორულ ეკრანსა და სხვა უამრავ ფუნქციას შეხვდებიან.

გამორჩეულია Atlas Cool-ის ტექნიკური მახასიათებლებიც - მოდელი აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 174 ცხენის ძალას აღწევს, რაც როგორც დინამიკურ აჩქარებას, ისე საწვავის ეკონომიურ მოხმარებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ავტომობილი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის საჭირო ისეთი დეტალებს აერთიანებს, როგორებიცაა ადაპტური კრუიზ-კონტროლი, 360-გრადუსიანი კამერა და პანორამული ჭერი. Atlas Cool გამორჩეულია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რაც მას იდეალურ მოდელად აქცევს, ყველა ტიპის ავტომფლობელისთვის, მათ შორის, ოჯახებისა და კომპანიებისთვის.
რაც შეეხება Geely Monjaro-ს, ეს არის განახლებული, 2025 წლის მოდელი, 4x4 ამძრაობით, 2.0 ტურბო ბენზინის ძრავით. თანამედროვე ტექნოლოგიები, აქტიური ხმის იზოლაცია და სხვა დეტალები ავტომობილს ნამდვილ ლიდერად აქცევს თავის სეგმენტში. დიდი ზომის SUV ერთნაირად კომფორტულია როგორც ინდივიდუალური, ისე საოჯახო გამოყენებისთვის, ნებისმიერი სირთულის გზაზე. Monjaro რესტაილინგიც „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევის კვირიდან გახდა ხელმისადვწომი.
შავი პარასკევის შეთავაზების პარალელურად, „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ მასშტაბური სარეკლამო კამპანიაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე Geely-ს პოსტერები განთავსდა. კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ - ინტერნეტსივრცეში უკვე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც მსახიობი რუსკა მაყაშვილი თიზერის სახით აანონსებს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებს, თუმცა მათ ბოლომდე არ ამხელს და საზოგადოებაში ინტერესს აღვივებს, თუ რა სახის სიურპრიზები დახვდებათ მომხმარებლებს შავი პარასკევისთვის ერთ-ერთი მოწინავე ჩინური ბრენდის შოურუმში მისვლისას.
ეს კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ სტრატეგიას - მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური ავტომობილები, არამედ ავტომობილის შეძენის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი გახადოს. წლევანდელი შავი პარასკევის ფარგლებში, ახალი Atlas Cool-ის ფასი $22 900-ის ნაცვლად, $19 900-ის ეკვივალენტი იქნება ლარში, Geely Monjaro AWD-ს კი - $31 900-ის ნაცვლად, $27 900-ის ეკვივალენტი ლარში. შეთავაზება შეზღუდული დროით, მხოლოდ 5 დღით, 24-დან 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.