ტუნბერგი ისევ დააკავეს - ნავი ისრაელის ძალებმა შეაჩერა

ტუნბერგი ისევ დააკავეს - ნავი ისრაელის ძალებმა შეაჩერა

02-10-2025 Views 166

ნავი, რომლითაც ცნობილი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი ღაზის სექტორისკენ მიცურავდა, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ შეაჩერა.

ისრაელის მედია წერს, რომ გლობალური სუმუდის ფლოტილიის (GSF) ნავებმა კურსის შეცვლის შესახებ რამდენიმე ბრძანება უგულებელყვეს, რის შემდეგაც ისრაელის სამხედროებმა მათ გზა ჩაუჭრეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც გრეტა თუნბერგი გემბანზე ისრაელის შეიარაღებული ძალების წევრის გვერდით ზის, რომელიც, მას წყალს და ქურთუკს აწვდის.