ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა.

BBC იტყობინება, რომ უკრაინული არმიისთვის შეიარაღების ამ მასშტაბური პაკეტის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

პაკეტი მოიცავს: შორი მოქმედების დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს, ლოჯისტიკური მხარდაჭერის უპილოტო საფრენ აპარატებს, საზღვაო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს.

ამ დრონების დიდი ნაწილი ბრიტანული კომპანიების მიერაა წარმოებული. სამინისტროს ცნობით, მოწინავე საბრძოლო ტექნოლოგიების მიწოდება უკვე დაწყებულია.