წილოსანი: "ეს მინიმუმ არაქართულ მენტალიტეტსა და არაქართულ ტიპაჟში ჯდება, ამიტომ ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ"

წილოსანი: "ეს მინიმუმ არაქართულ მენტალიტეტსა და არაქართულ ტიპაჟში ჯდება, ამიტომ ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ"

11-11-2025 Views 134

"თუ მოლოდინი ის არის ჩვენი ქვეყნისგან, რომ როცა გვირტყამენ და უსამართლოდ გვექცევიან, თავი დავხაროთ დამნაშავე ბავშვებივით და ეს დატუქსვა მივიღოთ, ეს მინიმუმ არაქართულ მენტალიტეტსა და არაქართულ ტიპაჟში ჯდება, ამიტომ ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ და უფრო მეტიც, სერბეთის პრეზიდენტმა, თუ არ ვცდები, ძალიან სასაცილოდ გასცა ამ ყველაფერზე პასუხი, რაღაცნაირად გააშარჟა, რომ ალბათ ახლა კარგად ჩამითვლიან თუ ვიტყვი, რომ დეიდებო, ბიძიებო, ბოდიში ყველაფრისთვის, რაც გავაკეთეთ, გამოვსწორდებით და თავადვე ეს რაღაცა ირონიულად გააკეთა...

თუ ეს არის მოლოდინი, ეს, რა თქმა უნდა, არც სწორი მოლოდინია და ამას ვერც ვერასდროს ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ როდესაც ვთხოვთ აგვიხსნან, რატომ გვირტყამენ და აქედან არ მოდის არანაირი ახსნა, უბრალოდ ხელის ბრახუნი მაგიდაზე, ეს წარმოუდგენელია, იყოს პარტნიორული..." - აცხადებს ნინო წილოსანი რუსთავი 2-ის ეთერში.

წყარო: მთავარი. Mtavari.