ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ კიევის ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებებით აღფრთოვანებულია

ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ კიევის ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებებით აღფრთოვანებულია

გასულ კვირას ევაინ-ლე-ბენში გამართულ ვახშამზე, სადაც G7-ის სამიტი მიმდინარეობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ კიევის ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებებით აღფრთოვანებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ, Financial Times ავრცელებს.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, Financial Times-ს განუცხადეს, რომ ხედავენ ნიშნებს, რომლის მიხედვითაც ტრამპი კიევის უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ იხრება და შესაძლოა უფრო მეტად იყოს განწყობილი რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა ომი დასრულდეს.