ტრამპის შემდეგ ჩინეთში პუტინი ჩადის. კრემლი ჩინეთში პუტინის ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს...
ტრამპის შემდეგ ჩინეთში პუტინი ჩადის. კრემლი ჩინეთში პუტინის ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს და ტრამპის ვიზიტთან კავშირებს უარყოფს
„რაც შეეხება პროგრამას, ის ძალიან დატვირთულია. ჩვენი ლიდერი პეკინში 19 მაისის საღამოს ჩავა. აეროპორტში ჩინური მხარე ოფიციალურ დახვედრის ცერემონიას მოაწყობს. მას პირადად მიესალმება კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. დახვედრას ასევე დაესწრებიან ბავშვები და საპატიო ყარაული...
[პუტინისა და სი ძინპინის] შეხვედრისას მოსალოდნელია განიხილონ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხები. რუსული მხრიდან მას დაესწრება დელეგაციაში შემავალი ყველა ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რამდენიმე ფედერალური მინისტრი და მსხვილი ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელი“ - განახადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
პუტინის ვიზიტი ჩინეთში 19-20 მაისს შედგება და ოფიციალურად იგი „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ 25-ე წლისთავს ეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს ჩინეთში ტრამპი ჩავიდა. მისი და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ: "ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი". ასევე, ცნობილია, რომ მათ ისაუბრეს რუსეთის ომზეც უკრაინაში.