ტრამპი ფეჰლევზე: "არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და, რა თქმა უნდა, თუ მიიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება“
„ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა საკუთარ ქვეყანაში.
ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და, რა თქმა უნდა, თუ მიიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა ტრამპმა ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრის, რეზა ფეჰლევის შესახებ, Reuters-თან ინტერვიუში.