თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ საჯარო სკოლის პირველკლასელებს შეთავაზება მათთვის განკუთვნილ სასკოლო ფორმებზეც მოუმზადა. 1 სექტემბრიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით მშობლები ფორმების შეძენისას მომენტალური ქეშბექის, სრული დაფინანსებისა და განაწილების სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

30%-მდე ქეშბექი 

5-დან 8 წლის ჩათვლით მოსწავლეები, რომლებიც 14 აგვისტოდან- 30 სექტემბრის პერიოდშიპირველად გახსნიან თიბისის მოსწავლის ბარათს  და მოხვდებიან პირველ  10,000 პირველკლასელს შორის, რომელმაც სასკოლო ფორმა თიბისის მოსწავლის ბარათით შეიძინა, გადახდილი თანხის  30%- მომენტალურად დაიბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 60 ლარს).   

ისინი კი, ვინც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებენ

შეთავაზებით სარგებლობისთვისგადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე, ონლაინ შეძენისას კი, თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.  

100%-იანი ქეშბექი  

პირველკლასელი შვილების მშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები  გახდებიან  სასკოლო ფორმების მოსწავლის ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 100%- დაიბრუნებენ, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს.  

ახალ მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ამ კამპანიის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში არ იღებდა ხელფასს თიბისიში და კამპანიის დაწყებიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე ხელფასის ჩარიცხვას თიბისის ანგარიშზე დაიწყებს

4 თვეზე განაწილება  (ეფექტური 0 %-ით) 

პირველკლასელების მშობლებს, რომლებსაც თიბისიში აქვთ წინასწარ დამტკიცებული განაწილების (BNPL) ლიმიტი, სასკოლო ფორმის სრული 95 ლარიანი სეტის ღირებულების განაწილება 4 თვეზე, ეფექტური 0%-ით შეუძლიათ. რაც ნიშნავს, იმას, რომ საბოლოოდ გადაიხდიან ზუსტად 95 ლარს, გაძვირების გარეშე.  

ყველა შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.