თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თიბისი კონცეპტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურის სფეროს გაძლიერებას. მომხმარებლებს კი, შესაძლებლობას აძლევს, პირველები გაეცნონ მსოფლიო თუ ადგილობრივ სიახლეებს ხელოვნებაში, მარტივად დაესწრონ პრესტიჟულ ფესტივალებს, კონცერტებსა თუ გამოფენებს.

უკვე მეორედ, თიბისი კონცეპტი Mastercard-თან ერთად, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს და საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებაზე -  კანის კინოფესტივალზე და მონაწილეობა მიიღონ  კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში. 

2026 წლის 1-31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite-ის ძველი და ახალი ბარათების მფლობელები, რომლებიც შეასრულებენ მინიმუმ 5 გადახდას საერთაშორისო ელ.კომერციაში (ონლაინ შოპინგი ან სხვა ტიპის გადახდები საერთაშორისო პლატფორმებზე) და ჯამურად დააგროვებენ ყველაზე მეტი თანხის მოცულობის ტრანზაქციებს, მოხვდებიან 3 გამარჯვებულს შორის, რომლებსაც გადაეცემათ კანის კინოფესტივალის საგზური.

კინოფესტივალის საგზური მოიცავს: 

  • 2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე 

ავიაბილეთებს

  • სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას
  • წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას
  • ფოტოსესიას
  • ლანჩს და სადილს 

შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.

79-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ კანში, Palais des Festivals et des Congrès-ში, გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ოფიციალურ საკონკურსო ჩვენებებს, საერთაშორისო პრემიერებს, სპეციალურ სექციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი ხალიჩის ცერემონიებს, სადაც კინოსამყაროს ვარსკვლავები და პროფესიონალები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან.

1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვან რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მომავალი წლის კინოინდუსტრიის ტენდენციებს. კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია Mastercard.