თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება

19-09-2025 Views 30

ბოლო წლებში, უზბეკეთი ინვესტორებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცაენერგორესურსებით მდიდარი, 38-მილიონიანი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 60 %-ზე მეტი ახალგაზრდაა, ბუნებრივად განაპირობებს მომსახურებაზე, სამომხმარებლო პროდუქტებსა  თუ თანამედროვე ტექნოლოგიებზე მოთხოვნას.  

 ამ ბაზრის პოტენციალი კარგად დაინახაგაყიდვების ასოციაციამ”. პლატფორმა, რომელიც 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, კონფერენციას გამართავს, სახელწოდებითი -“საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა”.  

გაყიდვების ასოციაციის გუნდმამასშტაბური გამოფენისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყეთ და კონცეფციაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. ღონისძიება რამდენიმე აქტივობისგან შედგება და სხვადასხვა ფორმატის დახურულ შეხვედრას მოიცავსღონისძიებაში 46 კომპანიის წარმომადგენელი, ჯამში კი, საქართველოდან 200-მდე ვიზიტორი მონაწილეობს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირი შეხება ჰქონდეთ უზბეკეთის წამყვან სტეიკჰოლდერებთან. კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდება გამოფენა, სადაც დაახლოებით 4000 სტუმარს ველით. შესაბამისად, ქართულ ბიზნესს ნამდვილად ეძლევა უნიკალური შანსი, დამკვიდრდეს უზბეკეთის ბაზარზე. მით უფრო, როდესაც ქართული პროდუქტისა თუ სერვისისადმი ინტერესი და ნდობა ნამდვილად არსებობს”,-  გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ჩიკვაიძე

ბრენდი, რომელიც ქართულ კომპანიებს ამ ნდობასა და გამოცდილებას ახვედრებს, თიბისია. ბიზნესგამოფენის მხარდაჭერის  გადაწყვეტილება  პირდაპირ უკავშირდება ბანკის მისიას - იყოს ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.  

ეს მხარდაჭერა კომპანიებისთვის ნიშნავს რეალურ შესაძლებლობას, უცხო ბაზარზე პირველი ნაბიჯები გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ გადადგან, გააფართოონ პოტენციურ პარტნიორთა წრე- დამყარონ კავშირები, გაიგონ ბაზრის სპეციფიკა და მოახდინონ სწორიპოზიციონირებაახალ გარემოში. პარალელურად, ბანკიგანიხილავს საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ მხარდაჭერასაც, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნანდა ოპერირება თავდაჯერებულად დაიწყონ. მსგავსიინიციატივები, საუკეთესო შესაძლებლობას ქმნისკომპანიებისთვის,შეხვდნენ ადგილობრივ ბიზნესებს, გამართოთB2Bშეხვედრები, გაეცნონ უზბეკურ ბაზარს დაოპერირება მეტიცოდნით და  თავდაჯერებულობით გააგრძელონ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნესსეგმენტის მართვის ლიგის ლიდერი

კონფერენციისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:  https://www.salesassociation.ge/ .