თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია
თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია. კეროლაინ ლევიტის თქმით, აშშ-სა და ირანის არცერთ უმაღლეს ლიდერს შორის ოფიციალური შეხვედრები არ გამოცხადებულა.
„ეს არის მგრძნობიარე დიპლომატიური დისკუსიები და აშშ პრესის მეშვეობით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, - უთხრა BBC-ს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა.
„სიტუაცია ცვალებადია და შეხვედრების შესახებ სპეკულაციები არ უნდა ჩაითვალოს საბოლოოდ მანამ, სანამ მათ ოფიციალურად არ გამოაცხადებს თეთრი სახლი“, - განაცახდა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ. ტრამპის განცხადებით, აშშ მოლაპარაკებებს „პატივსაცემ ადამიანთან“ აწარმოებს.