ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის, Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის მკვლელობის საქმეზე, მისი შვილი ჯონათან ანდიკი დააკავეს

ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის, Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის მკვლელობის საქმეზე, მისი შვილი ჯონათან ანდიკი დააკავეს

კატალონიის პოლიციამ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის მკვლელობის საქმეზე, მისი შვილი ჯონათან ანდიკი დააკავა.

ბიზნესმენი 2024 წლის 14 დეკემბერს დაიღუპა მას შემდეგ, რაც ბარსელონასთან ახლოს, კოლბატოს მუნიციპალიტეტში, შვილთან ერთად ლაშქრობისას დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჯონათან ანდიკის თავდაპირველი მონათხრობის მიხედვით, მამამისი ბილიკზე შემთხვევით მოცურდა და კლდიდან გადავარდა.

მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები დანაშაულის მოტივად შესაძლო ფინანსურ ინტერესებს და მამა-შვილს შორის დაძაბულ ურთიერთობას განიხილავენ.