სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა

სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა

ტექნოლოგია, რომელიც თოვლსა და ყინულზე აბსოლუტურ კონტროლს უზრუნველყოფს - ეს Bridgestone Blizzak-ია, ზამთრის საბურავების ხაზი, რომელიც საერთაშორისო ინსპექტირებისა და სერტიფიცირების კომპანია TÜV SÜD-მა პრემიუმ ბრენდებს შორის გამოარჩია.

გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა დამოუკიდებელმა სატესტო ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების, ინჟინერიისა და მასალების ტესტირების სფეროში მსოფლიოში ავტორიტეტად მიიჩნევა, ზამთრის საბურავების უახლეს დამოუკიდებელ ტესტში Bridgestone Blizzak 6-ს სამივე ძირითად კატეგორიაში მაქსიმალური - 100%-იანი - შეფასება მიანიჭა. ტესტირება ზამთრის ყველაზე კრიტიკულ სამ პარამეტრს მოიცავდა: აჩქარება თოვლზე, დამუხრუჭება სველ ასფალტსა და თოვლზე. სწორედ დამუხრუჭების უმოკლესი მანძილით Blizzak-მა კონკურენტ პრემიუმ ბრენდებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ბრენდი, რომელმაც 100%-იანი შესრულება აჩვენა, ხელმისაწვდომია საქართველოშიც - ადგილობრივ ბაზარზე Bridgestone-ის, მათ შორის Blizzak-ის ხაზის, ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი უკვე 27 წელია, თეგეტა მოტორსია“.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „Blizzak-მა უმაღლესი შეფასება მიიღო ზამთარში გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანეს პარამეტრებში - რამდენად სწრაფად შეძლებს მძღოლი აჩქარებას თოვლსა და ყინულზე, რამდენად მოკლედამუხრუჭების მანძილი და რამდენად უსაფრთხოსველ გზაზე მართვა. ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bridgestone მსოფლიო ლიდერია ზამთრის საბურავების სეგმენტში.

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის საფარს ეხება. თუ ის ხარისხიანი არ არის, მაშინ ყველა სხვა სისტემა უძლურია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტომფლობელებმა ყურადღება გაამახვილო არა მხოლოდ ერთჯერად ფასზე, არამედ გრძელვადიან უსაფრთხოებაზე -  გარბენისა და შესრულების ხარისხის გათვალისწინებით, პრემიუმ საბურავი ჯამში უფრო ეკონომიური გამოდის გრძელვადიან პერსპექტივაში“.

Blizzak-ის სერია 1988 წლიდან ზამთრის საბურავების „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა. იაპონური ბრენდის ეს საბურავები სანდო მოჭიდებით, მაღალი სტაბილურობითა და უსაფრთხო მართვით გამოირჩევა. ის იდეალურად ერგება როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე სრულად აღჭურვილ SUV-ებს და უზრუნველყოფს საიმედო მართვას წვიმიან თუ თოვლიან ამინდში.

გამორჩეულია Blizzak-ის საბურავების ტექნიკური მახასიათებლებიც, მათ შორის, Multicell ტექნოლოგია. ეს არის Bridgestone-ის ექსკლუზიური მიკროფოროვანი რეზინის ნაერთი, რომელსაც ყინულიანი ზედაპირიდან წყლის შეწოვა შეუძლია და სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს მდგრად მოჭიდებასა და დამუხრუჭების უმოკლეს მანძილს. საბურავის გაძლიერებული სტრუქტურა 30%-ით ზრდის ბლოკების სიმყარეს უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. 15%-ით გაზრდილი საბურავის ბლოკის კიდეები კი ყინულზე მოკლე დამუხრუჭების გარანტიას იძლევა.

ზამთრის სეზონზე Bridgestone Blizzak-ის საბურავების გამოყენება ავტომფლობელებისთვის მშვიდი, უსაფრთხო და თავდაჯერებული მგზავრობის გარანტია. Blizzak-ის საბურავების შეძენა შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“  ფილიალებში, ასევე აპლიკაციისა და Tegeta Shop-ის საშუალებით.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.