„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში 71 ათასზე მეტი ჩეჩენი მონაწილეობს და მათგან თითქმის 20 ათასზე მეტი - მოხალისეა..."
„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში 71 ათასზე მეტი ჩეჩენი მონაწილეობს და მათგან თითქმის 20 ათასზე მეტი - მოხალისეა... მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა ჩეჩენს, რესპუბლიკის ყველა მცხოვრებს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
თქვენი ბიჭები იჩენენ სიმამაცეს, გმირობას; ისინი ნამდვილი გმირები არიან და ეს ყველამ ვიცით. ისინი იბრძვიან რუსეთისთვის და თავიანთი მცირე სამშობლოსთვის, ჩეჩნეთისთვის, რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ჩეჩენისთვის. მათი ქმედებები აღიარებას იმსახურებს“ - პუტინი კადიროვს.