"სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის აღქმა არსებითად შეიცვალა, რამაც რეგიონში ქვეყნის სტრატეგიული როლის ტრანსფორმაცია გამოიწვია"
"ბოლო წლებში სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის აღქმა არსებითად შეიცვალა, რამაც რეგიონში ქვეყნის სტრატეგიული როლის ტრანსფორმაცია გამოიწვია.
დღეს მოხდა ჭეშმარიტად ისტორიული ცვლილება - სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის დახასიათება აღარ არის ის, რომ ჩვენ პრობლემურ გარემოში ვიმყოფებით, არამედ ის, რომ სომხეთის რესპუბლიკაზე გადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა" - განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფორუმზე „ერევნის დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას.