"სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა"
"ევროპელი ე.წ. დამკვირვებლები დღეს თითქოს ისევ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მონიტორინგს ახორციელებენ. ეს მანამდეც ვთქვი: ერთი რომ გაგვესროლა, მაშინვე გაიქცეოდნენ და იქ მათი კვალიც კი არ დარჩებოდა.
ისინი თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ. სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა" - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.