„სოლიდარობა დაკავებულ სტუდენტებს“ - მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან
„თავისუფალი აუდიტორია“ 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობას აანონსებს. „სოლიდარობა დაკავებულ სტუდენტებს“ - ასეთია მათი გზავნილი.
„თავისუფალი აუდიტორიის“ წევრები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული აქვთ სტუდენტებს:
დავით მშვენიერაძე - 5 დღე
დანი მაღრაძე - 5 დღე
ნეკა ნათელაშვილი - 6 დღე
ლუკა გოგია - 14 დღე
თამარ თოთლაძე - 6 დღე
ლიზი უბილავა - 6 დღე
მარია ტალიაშვილი - 4 დღე
აჩი გოჩიტაშვილი - 10 დღე.
სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ლუკა აკობიას, ლადო ჯახუასა და ნუკრი კაკულიას შემთხვევაში.