"სხვადასხვა დროს პატრიარქს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ..."

"სხვადასხვა დროს პატრიარქს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ..."

"სხვადასხვა დროს პატრიარქს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ. ის არის პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის და კიდევ წმინდა სერგის სამების ლავრის წმინდა არქიმანდრიტი. ჩვენ ასე არასდროს ვიხსენიებთ.

წერილში [კირილმა] სრული ტიტულით მოიხსენია [პატრიარქი შიო]? მაგაშია სწორედ საქმე, რომ ეს პოლიტიკური ამბავია, იმიტომ, რომ რუსეთმა აფხაზეთი ხომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, პატრიარქი კირილი კი მაქსიმალურად იკავებს თავს. მან პატრიარქობის პირველივე დღეებში გამოაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია არასდროს არ შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს და სხვათა შორის, დღემდე ამას ასრულებს" - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "პალიტრანიუსის" ეთერში.