შსს: ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი.
კერძოდ, სამართალდამცავების მიერ, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - 1 კილოგრამი და 167 გრამი „კოკაინი“, 2 000 აბზე მეტი ,,მდმა", 2 კილოგრამი ,,მდმას" კრისტალები, 2 კილოგრამამდე „კლეფერდრონი“, 1 კილოგრამი „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ"-ს შემცველი მუყაოს ფირფიტები.
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - შსს.