"შონ Diddy კომბსმა რეპერ 2 Pac შაკურის მკვლელობა გაუპატიურების მსხვერპლის გასაჩუმებლად გამოიყენა" - "New York Post"

"შონ Diddy კომბსმა რეპერ 2 Pac შაკურის მკვლელობა გაუპატიურების მსხვერპლის გასაჩუმებლად გამოიყენა" - "New York Post"

ამერიკული ნიუ იორკ პოსტი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, შონ Diddy კომბსმა რეპერ 2Pac შაკურის მკვლელობა გაუპატიურების მსხვერპლის გასაჩუმებლად გამოიყენა.

„სტივ ოტისი ამტკიცებს, რომ 2012 წელს, როდესაც ის მამაკაცის ესკორტად მუშაობდა, კომბსმა მასზე მანჰეტენის სასტუმროში სექსუალურად იძალადა მას შემდეგ, რაც ის ნარკოტიკული საშუალებებით გააბრუა. სარჩელის მიხედვით, რომელიც ოტისმა ამ კვირაში დაწერა, კომბსმა მას სასიკვდილო მუქარა გაუგზავნა. „არ გაბედო და ამის შესახებ ვინმესთან სიტყვა არ დაგცდეს,“ - ციტირებს სარჩელი კომბსის სიტყვებს. „მე არ გეთამაშები. თუ 2 Pac-ის მოშორება შევძელი, როგორ გგონია შენ რაღა მოგივა?“ - წერს გამოცემა