"შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ"
"შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ის, რომ ერთ აზრზე ვართ, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ შევთანხმდით, რომ რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს, არ შეუძლია ფლობდეს ბომბს, რომელსაც მილიონების განადგურება შეუძლია.
მე მოთმინებით ველოდი, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის ვალდებულებებს იმ ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებაში, რომელზეც ტერნბერიში, შოტლანდიაში შევთანხმდით - ეს არის ყველაზე დიდი სავაჭრო გარიგება ისტორიაში! გაიცა პირობა, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის წილს და, შეთანხმებისამებრ, ნულამდე შეამცირებდა ტარიფებს! მე დავთანხმდი, მივცე მას დრო ჩვენი ქვეყნის 250 წლის იუბილემდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათი ტარიფები დაუყოვნებლივ გაცილებით მაღალ ნიშნულამდე გაიზრდება" - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.