სარატოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა

სარატოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა

სარატოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.

Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით აფეთქებების სერიასა და საჰაერო თავდასხმის შესახებ წერენ.

გამოცემა ASTRA-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების გეოლოკაცია ადასტურებს, რომ ხანძარი სწორედ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსულ მხარეს სამხედრო აეროდრომის დაზიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.