საქართველოში 276 ათას პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს 465 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული

საქართველოში 276 ათას პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს 465 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული

18-11-2025 Views 42

ცნობილი ხდება, რომ საქართველოში 276 ათას პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს 465 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული.

მონაცემებს "ლიბერთი ბანკის" მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2025 წლის მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით, გამოცემა BMG ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპენსიო სესხის მომხმარებელთა რაოდენობა 9%-ით არის შემცირებული. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,683 ლარია.