"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი და მას მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს" - ვროკომისიის ანგარიში

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი და მას მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს" - ვროკომისიის ანგარიში

05-11-2025 Views 99

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი და მას მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ის ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური პარტიებისთვის საეთერო დრო არაპროპორციულად გამოყო და საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას უმეტესი ნაწილი (61%) ფოკუსირებული იყო ქართულ ოცნებაზე.

2025 წლის აპრილში, სხვა კანდიდატების არარსებობის პირობებში, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარედ.

ხშირი იყო საჩივრები საბჭოსა და მენეჯმენტის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფისა და საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარის თქმის გამო. რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს..." - ამონარიდი ევროკომისიის ანგარიშიდან.