საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა 2 ოქრო, 9 ვერცხლი და 25 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა 2 ოქრო, 9 ვერცხლი და 25 ბრინჯაო მოიპოვა

20-10-2025 Views 147

ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატება. ჩინეთის ქალაქ ემეიშანში, სადაც კუნგ-ფუს მეათე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, ჯამში 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენი მონაწილეობდა.  

საკმაოდ დიდი კონკურენციის მიუხედავად, სხვადასხვა კატეგორიაში, საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა, მთლიანობაში 2 ოქრო, 9 ვერცხლი და 25 ბრინჯაო მოიპოვა.