საქართველოს ბანკი ფინტექის მიმართულებით ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

საქართველოს ბანკი ფინტექის მიმართულებით ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

19-06-2025 Views 43

ფინტექი საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტიასფერო, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილებასა და ციფრულ ეკონომიკას ცვლის. სწორედ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის, Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards 2025-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინტექის ქვეკატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა ამ დაჯილდოების პროგრამას ახორციელებს CGI-სთან  — გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაში სპეციალიზებული.

საქართველოს ბანკისთვის საამაყოა, რომ ვართ ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეში და პრიორიტეტულია, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ბიზნესს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ეს ჯილდო კი ჩვენთვის არის არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება, არამედ პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ფინტექ ტრანსფორმაციის პროცესში წამყვანი როლის შესრულება“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში, კორპორაციული მიმართულებით, ჯილდო შემდეგ ქვეკატეგორიებში მოიპოვა:

ფინტექის ქვეკატეგორიასაუკეთესო ბანკი ქვეყნის მასშტაბით (საქართველო);
ფინტექის ქვეკატეგორიასაუკეთესო ბანკი რეგიონის მასშტაბით (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).