„საქართველომ სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება"

„საქართველომ სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება"

„საქართველომ სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება, არა უკრაინისთვის. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ეს ნამდვილად ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო და საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

საქართველოს ლიდერები უსასრულოდ თავს ესხმიან უკრაინასა და ზელენსკის. საკმაოდ ჩუმად არიან რუსეთზე და თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადააქვთ. “მტრულ აქტორებად” მოგვიხსენიებენ, “გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას გვაბრალებენ, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში მიათრევს, და ევროპას, რასაც თავად ეძახიან, “ლიბერალურ ფაშიზმს” აბრალებენ“ - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.