"საჭიროა, რომ მნიშვნელოვან საკითხებში აშშ ჩვენს გვერდით იყოს"
"საჭიროა, რომ მნიშვნელოვან საკითხებში აშშ ჩვენს გვერდით იყოს. დიდი შვიდეულის სამიტმა შესაძლებლობა შექმნა, რომ ჩვენს პარტნიორებს შორის მნიშვნელოვანი ხელახალი კონვერგენცია მომხდარიყო.
ერთი მხრივ, უკრაინის დონეზე, პირველად ისტორიაში, შეერთებულმა შტატებმა ტექსტში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი აღარ არიან ნეიტრალური შუამავლები, არამედ ჩვენთან ერთად მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სამხედრო და ენერგეტიკულ დახმარებას, აგრეთვე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას" - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.