საბურთალოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საბურთალოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დეტალები, ამ მომენტამდე უცნობია.