რუტე აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საპასუხო მოქმედება დამანგრეველი იქნება
„მათ იციან, რომ თუ ეს მოხდება [უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ], საპასუხო მოქმედება დამანგრეველი იქნება“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
ჟურნალისტებმა მას სთხოვეს შეეფასებინა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლებები ბირთვული შესაძლებლობების გამოყენებით, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში დაიწყო, რაზეც რუტემ ასევე უპასუხა, რომ NATO ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ სწავლებებს.