"რუსული ომი სულ უფრო და უფრო საგრძნობი გახდება მათთან სახლში, რუსეთში"

"რუსული ომი სულ უფრო და უფრო საგრძნობი გახდება მათთან სახლში, რუსეთში"

"ამჟამად ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამუშაოები გასულ ღამეს განხორციელებული დარტყმის შემდეგ. გაითიშა ელექტოენერგია და წყალი - ყველა სამსახური ჩართულია მომარაგების აღსადგენად. დილის მონაცემებით, ოდესასა და ოლქში ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა 300 ათასზე მეტ ოჯახს, ამ დროისთვის მესამედი უკვე ჩართულია, სამუშაოები გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სარემონტო ბრიგადას, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს და ყველას, ვინც ჩართულია. ასევე განხორციელდა დარტყმები ხარკოვზე და ოლქზე, პავლორადზე, ხერსონზე, სუმის ოლქსა და ჩვენს ჟიტომირის ოლქზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს დავეხმაროთ.

დღის განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრ კორეცკის ანგარიშები. ასევე ვესაუბრე მთავარსარდალ დრაპატის - ჩვენი ქალაქების დაცვასა და რუსეთისთვის ჩვენს პასუხებზე. სრულიად სამართლიანი პასუხები გვაქვს, რუსეთის თითოეულ დარტყმაზე იქნება ჩვენი რეაგირება. რუსული ომი სულ უფრო და უფრო საგრძნობი გახდება მათთან სახლში, რუსეთში.

მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს: გრძელდება ოპერაცია რუსული ნავთობგადამუშავების წინააღმდეგ, ასევე განხორციელდა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და რადიოლოკაციური სადგურების დაზიანება, იყო ჩვენი პასუხებიც რუსულ ინფრასტრუქტურაზე აზოვისა და შავი ზღვის რეგიონებში. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს აქამდე გრძელდება, არის რუსეთის უარი, დაასრულოს ეს ომი.

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან, სწორედ იმ ნაბიჯებსა და წინადადებებზე, რომლებიც აუცილებელია. უკრაინა ყოველთვის აქტიურია დიპლომატიაში. იქნება ახალი კონტაქტები საჰაერო თავდაცვის პაკეტების მისაღებად - ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის დასაცავად" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.