რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“კანონს ხელი მოაწერა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“კანონს ხელი მოაწერა.
კანონი, რომელსაც ხელი პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ 13 მაისს დაამტკიცა.
ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.
ე.წ. კანონის თანახმად, ე.წ. მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, „შეთანხმდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების თანდათან გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე“.