"რუსული ჯარების წინსვლა უკრაინაში ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს"
"რუსული ჯარების წინსვლა უკრაინაში ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს - ამას საერთაშორისო ექსპერტები და უკრაინული მხარეც ადასტურებენ" - კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან საუბრისას. თუმცა, მისი ეს განცხადება არ დასტურდება.
პესკოვის მტკიცებით, "უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პროცესში არსებული პაუზა ახლო აღმოსავლეთის ომში აშშ-ის უფრო მეტ ჩართულობასთანაა დაკავშირებული".
მისი თქმით, ვაშინგტონს უკრაინისთვის „გვერდი არ უქცევია“, თუმცა ის ირანთან ომით „ბევრად უფრო მეტადაა დაკავებული“.