რუსი დეპუტატი: „ნაციზმის აღმოსაფხვრელად უკრაინის მოსახლეობის 50%-მდე განადგურება მისაღებია“
„ნაციზმის აღმოსაფხვრელად უკრაინის მოსახლეობის 50%-მდე განადგურება მისაღებია“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ალექსეი ჟურავლიოვმა - ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
"ყველა ნაცისტი უნდა განადგურდეს. ყველა მათგანი. გესმით, თუ ეს უკრაინის მოსახლეობის ორმოცდაათი პროცენტია - თუნდაც ორმოცდაათი პროცენტი უნდა განადგურდეს. იმისათვის, რომ ეს ინფექცია იქ აღარ იყოს და არავინ დაგვემუქროს“ - განაცხადა ჟურავლიოვმა ბლოგერ ივან მირონოვთან საუბრისას.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა განასხვაონ ნაცისტი არანაცისტისგან, რუსი დეპუტატის მისი პასუხი ასეთია: „თუ მას ავტომატი აქვს - დიახ, ის უნდა განადგურდეს. რატომ უნდა განასხვავო? თუ დაინახავ, მოკალი“.