რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 1 228 570 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1 130 ჯარისკაცი დაკარგა.
ამავე დროს, მათივე ცნობით, რუსებმა ომის დასაწყისიდან დღემდე, 1 228 570 ჯარისკაცი დაკარგეს. ასევე, განადგურდა 11 579 რუსული ტანკი, 23 928 ჯავშანმანქანა, 36 393 საარტილერიო სისტემა, 1 618 ერთეული ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა, 1 279 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 434 თვითმფრინავი, 347 ვერტმფრენი, 111 140 დრონი, 28 გემი, 2 წყალქვეშა გემი, 75 067 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი…