"რუსეთმა ირანს გაუზიარა თავისი თანამგზავრული დაზვერვის მონაცემები ისრაელის 50–53 ენერგეტიკული ობიექტის შესახებ"
"რუსეთმა ირანს გაუზიარა თავისი თანამგზავრული დაზვერვის მონაცემები ისრაელის 50–53 ენერგეტიკული ობიექტის შესახებ. ისინი ეხმარებიან ირანს თავდასხმების განხორციელებაში. საუბარია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და არა სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე.
ეს ჰგავს უკრაინელების ცხოვრებას რუსული თავდასხმების პირობებში, როდესაც ისინი ჩვენს ენერგოსისტემას ან წყალმომარაგების სისტემებს არტყამენ. რა თქმა უნდა, მთელი ის გამოცდილება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს მიიღო, ირანს გადაეცემა. ასე იყო შაჰიდების შემთხვევაშიც - ეს იგივე დრონებია, რაც რუსებს აქვთ, მხოლოდ სხვა სახელით გამოიყენება და ახალი თაობის შესაბამისად არის მოდერნიზებული" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Associated Press News-თან.