"რუსეთის შიგნით არსებული მუსლიმური მოსახლეობის გათვალისწინებით, ირანს მოუნდება, რომ ეს ელემენტებიც თავის აგენტებად აქციოს"

"რუსეთის შიგნით არსებული მუსლიმური მოსახლეობის გათვალისწინებით, ირანს მოუნდება, რომ ეს ელემენტებიც თავის აგენტებად აქციოს"

„რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, ისრაელის სახელმწიფოს კი თავისი. ეს ინტერესები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. ზოგჯერ ისინი ეჯახებიან კიდეც ერთმანეთს. რუსეთის თანამშრომლობა ირანთან არის ის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ისევე როგორც ის ფაქტი, რომ არსებობს ქსელები და ბოტების ოპერაცია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებიც ყველაზე აშკარა ანტისემიტიზმშია ჩართული, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. ჩვენ ამ ყველა საკითხს ვაყენებთ და თანაც ძალიან მკაფიოდ.

პუტინს ვესაუბრები მაშინ, როდესაც საჭიროა. უშუალოდ რუსეთის შიგნით არსებული მუსლიმური მოსახლეობის გათვალისწინებით, ირანს მოუნდება, რომ ეს ელემენტებიც თავის აგენტებად აქციოს. რადგან მათ მსოფლიოს დაპყრობის შეშლილი იდეები აქვთ" - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ.