"რუსეთის მუქარის მიუხედავად, ესტონელი დიპლომატები კიევს არ ტოვებენ"

"რუსეთის მუქარის მიუხედავად, ესტონელი დიპლომატები კიევს არ ტოვებენ"

"რუსეთის მუქარის მიუხედავად, ესტონელი დიპლომატები კიევს არ ტოვებენ. დიპლომატების, უცხოელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მუქარა მიუღებელია და გაეროს წესდების უხეში დარღვევაა.

რუსეთის დაშინების მცდელობები მხოლოდ მის რეალურ სახეს ააშკარავებს. ესტონეთი მუქარას არ დაემორჩილება. ჩვენი საელჩო ღია რჩება, ჩვენი დიპლომატები კიევში რჩებიან და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას. ეს გზავნილი გუშინ ტალინში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელსაც გადავეცით" - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე.