რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მობილური კავშირის გათიშვის გამო გადაუდებელი სამსახურების გამოსაძახებლად ტელეფონ-ავტომატების დამონტაჟება დაიწყეს
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მობილური კავშირის გათიშვის გამო გადაუდებელი სამსახურების გამოსაძახებლად ტელეფონ-ავტომატების დამონტაჟება დაიწყეს.
როგორც რეგიონის ოპერატიული შტაბი იუწყება, პირველი ასეთი აპარატები ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ჯანკოიში გამოჩნდა, სადაც მობილურ კავშირს განრიგით რთავენ - დღეში ორჯერ, ოთხი საათით.