"რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს"

"რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს"

„ხელი მოვაწერე უკრაინის სანქციების მორიგ პაკეტს - საკმაოდ მნიშვნელოვანს - რომელიც ბელარუსის იურიდიულ პირებს ეხება. ეს არის სიგნალი მრავალი ჩვენი პარტნიორისთვის იმის შესახებ, თუ სად უნდა იქნას გამოყენებული ზეწოლა ომის მასშტაბებისა და ინტენსივობის შესამცირებლად.

რუსეთს კეთილი ნება არ გააჩნია; ის უნდა აიძულო გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია აგრესიის შესამცირებლად, ხოლო მოგვიანებით მათ თავადვე დაარქვან ამას თავიანთი „კეთილი ნების ჟესტები“.

ბელარუსი არ უნდა იქნას ჩათრეული ამ ომში. არ უნდა განხორციელდეს ოპერაციები სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ. ხოლო რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.