"რუსები... ჯარისკაცებს უზარმაზარი რაოდენობით კარგავენ. ერთი თვის განმავლობაში მათ 20 000-25 000 რუსი ჯარისკაცი დაკარგეს"
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა რუსები, უკრაინის მტკიცე თავდაცვის გამო, ჯარისკაცებს უზარმაზარი რაოდენობით კარგავენ. ერთი თვის განმავლობაში მათ 20 000-25 000 რუსი ჯარისკაცი დაკარგეს. მე არ ვსაუბრობ მათზე, ვინც სერიოზულად დაიჭრა - მე ვსაუბრობ მკვდრებზე, 20 000-25 000 ერთ თვეში.
თუ ამას 1980-იან წლებში ავღანეთის ომს შევადარებთ, სადაც 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი დაიღუპა, თვალშისაცემი კონტრასტია. ახლა ისინი ამავე რაოდენობას, ან მეტსაც კი, ერთ თვეში კარგავენ. ეს ძალიან დიდი მსხვერპლია მათი მხრიდან" - NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.