„როიტერის“ ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა თეირანში საელჩო დროებით დახურა
„როიტერის“ ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა თეირანში საელჩო დროებით დახურა.
საელჩო მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩი და საკონსულოს ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია.