„როიტერის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს"

„როიტერის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს"

„როიტერის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს. სააგენტო წერს, რომ შესაძლოა, აკრძალვა გარკვეულ ასაკამდე მოზარდებს შეეხოს და, პარალელურად, სკოლებში ტელეფონების გამოყენება გამკაცრდეს.

სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან საკითხს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა და როგორ განხორციელდეს ის საუკეთესოდ. Reuters წერს, რომ ბრიტანელი მინისტრები აპირებენ ავსტრალიაში ჩასვლას, რათა მათი მიდგომები შეისწავლონ

შეგახსენებთ, რომ ავსტრალია პირველი ქვეყანაა, სადაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აიკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის 10 დეკემბერს შევიდა. აკრძალვა გავრცელდება Facebook, Instagram, TikTok, Snapchat, X (Twitter), YouTube, Reddit, Twitch, Kick, Threads პლატფორმებზე