„როგორც ტერორისტებისგან იარაღის ჩამორთმევა ხდება, რუსული აქტივები უნდა გამოვიყენოთ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად"
„ისე, როგორც ნარკომოვაჭრეებისგან ფულის კონფისკაცია ხდება და ტერორისტებისგან იარაღის ჩამორთმევა, რუსული აქტივები უნდა გამოვიყენოთ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ტერიტორიების აღსადგენად. ეს ეთიკურია. ეს სამართლიანია. ეს ლეგიტიმურია“ - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპის საბჭოს სხდომაზე.