"როგორ გახდა შესაძლებელი, რომ რუსებმა უბრალოდ გაიტაცეს ათიათასობით ბავშვი, დამალეს ისინი, მოსწყვიტეს თავიანთ ოჯახებს..."

"როგორ გახდა შესაძლებელი, რომ რუსებმა უბრალოდ გაიტაცეს ათიათასობით ბავშვი, დამალეს ისინი, მოსწყვიტეს თავიანთ ოჯახებს..."

"მადლიერი ვარ ევროკავშირისა და თითოეული იმ ქვეყნის, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნების კოალიციაში შედის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვაერთიანებს - გამოვიძიოთ ეს გატაცებები, დავაბრუნოთ ბავშვები და მათ ოჯახებთან ერთად ნორმალური ცხოვრების აღდგენაში დავეხმაროთ. ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული. თითოეული შემთხვევა რეალური ბავშვისა და რეალური ოჯახის ისტორიაა.

ამ ბავშვების გადარჩენით ჩვენ შანსს ვაძლევთ არა მხოლოდ მათ, ჩვენ ვაძლევთ შანსს ჩვენს ქვეყნებს, ფერფლად არ აქციონ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ. აქედან კი გამომდინარეობს ფუნდამენტური კითხვა: როგორ გახდა შესაძლებელი, რომ რუსებმა უბრალოდ გაიტაცეს ათიათასობით ბავშვი, დამალეს ისინი, მოსწყვიტეს თავიანთ ოჯახებს, შემდეგ კი ასწავლეს იმავე ქვეყნის სიძულვილი, საიდანაც ისინი გაიტაცეს?

როდესაც ქვეყანა ბოროტების ისეთ ძალად იქცევა, რომელიც ბავშვების სიცოცხლის განადგურებაზეც კი არ ჩერდება, ეს არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ რეგიონული პრობლემა ან რაღაც, რაც „სადღაც შორს“ ხდება. თუ ქვეყანა ბავშვების წინააღმდეგ ასეთ დანაშაულებს სჩადის, ეს ნიშნავს, რომ ის ნებისმიერ დანაშაულზეა წამსვლელი. სწორედ ამიტომ, ეს გამოწვევა მთელი მსოფლიოსგან მოითხოვს პასუხს"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.