"რეჟიმი იყენებს სკოლებს, მეჩეთებს და სხვა საზოგადოებრივ ადგილებს თავისი რეპრესიული ძალების დასამალად და ცოცხალი ფარების შესაქმნელად"
"ძვირფასო თანამემამულეებო, წინ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღეები გველოდება. ბრძოლის ბოლო ფაზისთვის მომზადებისას ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ამ ეტაპზე თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. არ მიუახლოვდეთ სამთავრობო, სამხედრო ან სამართალდამცავ დაწესებულებებს, ან რეპრესიების აპარატთან დაკავშირებულ ორგანიზაციების შენობებს. რეჟიმი იყენებს სკოლებს, მეჩეთებს და სხვა საზოგადოებრივ ადგილებს თავისი რეპრესიული ძალების დასამალად და ცოცხალი ფარების შესაქმნელად. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, მოერიდეთ ასეთ ადგილებს.
ჩემი განსაკუთრებული გზავნილი საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის: არავითარ შემთხვევაში არ გამოცხადდეთ თქვენს სამუშაო ადგილებზე. არ შესწიროთ თქვენი სიცოცხლე და უსაფრთხოება ისლამური რესპუბლიკის გადარჩენისთვის. არ დაუშვათ, რომ თქვენი საქმიანობა ცოცხალ ფარად გამოიყენონ... გამოიყენეთ თქვენი რესურსები და წვდომა რეპრესიების პროცესის ჩასაშლელად და ხალხის დასახმარებლად. დიდება ირანს!" - ირანის შაჰის მემკვიდრე, რეზა ფეჰლავი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.