რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კენტუკის შტატიდან, თომას მასიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინა. რეზოლუცია 8 მუხლისგან შედგება. მთავარი ბრალდება ეხება ჰეგსეთის მიერ ირანში სამხედრო მოქმედებების წარმოებას კონგრესის ოფიციალური თანხმობისა და ომის გამოცხადების გარეშე.

„ირანში საომარ მოქმედებებში კონგრესის ნებართვის გარეშე 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მონაწილეობით, მდივანი ჰეგსეთი არღვევს კანონს და მან პასუხი უნდა აგოს“ - განაცხადა კონგრესმენმა.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა ოთხშაბათამდე უნდა გაიმართოს. თავად ჰეგსეტი აცხადებს, რომ ეს საკითხი მას არ აწუხებს.

„ამაზე არ ვღელავთ“ - განაცხადა ჰეგსეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ, რაც რეზოლუციის შესახებ ჰკითხეს. თავდაცვის მდივანმა დასძინა, რომ პენტაგონში თავისი საქმიანობის დასაცავად მზადაა.