"რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ცესკოსთან ხალხს წინასწარ მიუშვეს წყლის ჭავლი. იყო საშიშროება იმისა, რომ ჭავლის წნევის გამო, ხალხი დაზიანებულიყო"

"რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ცესკოსთან ხალხს წინასწარ მიუშვეს წყლის ჭავლი. იყო საშიშროება იმისა, რომ ჭავლის წნევის გამო, ხალხი დაზიანებულიყო"

2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოსთან მოულოდნელად წყლის ჭავლისა და გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევით ქიმიური ნივთიერების გამოყენების მომენტში, იქ ვიყავი.

ჭავლის გამოყენების დროს, სავარაუდოდ ერთერთი ტელევიზიის მანქანის სახურავზე იდგნენ ოპერატორები და იქიდან იღებდნენ კადრებს.

როდესაც ჭავლი გაუშვეს, თავდაპირველად, წნევა სწორედ ამ ოპერატორებისკენ იყო მიმართული. წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთერთი ოპერატორი (ან ოპერატორებთან მდგარი ახალგაზრდა) სახურავიდან გადმოვარდა.

შემდეგ კი, ჭავლი ხალხს მიუშვეს. ეს მოხდა სრულიად მოულოდნელად. ხალხი ჯერ მხოლოდ იკრიბებოდა და მათივე სტანდარტითაც კი, მისი გამოყენება სრულიად გაუგებარი იყო.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხალხს წინასწარ მიუშვეს წყლის ჭავლი. იყო რეალური საშიშროება იმისა, რომ ჭავლის წნევის გამო, ხალხი დაზიანებულიყო. ამიტომ, ხალხი ზურგით დაუდგა ჭავლს, რათა სახე და თვალები დაეცვა.

რამდენიმე პირი, რომელსაც წნევა მოხვდა, დაეცა, რომლის შემდეგაც ჩემთან ახლოს მდგომი ახალგაზრდები ტერიტორიიდან გავიყვანე, რათა არ დაზიანებულიყვნენ.

პირადად მე, ნამდვილად არ ვიცი, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა თუ შეგნებულად, მაგრამ მაშინ, იქ მყოფთანაგ, ალბათ, ბევრმა ვერ ახსნა რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ჭავლის გამოყენების შესახებ.

ხალხი ცესკოსთან სრულიად მშვიდობიანად იდგა და შეიძლება ითქვას, რომ აქცია ჯერ დაწყებულიც არ იყო.“ - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.