"რაც მეტია ობიექტი, მით მეტია შესაბამისი ქსელის დანახარჯი და ეს, საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებელზე და ფასებზე აისახება"
"...გერმანიაში ვცხოვრობდი 3 წელი და თითო უბანში, როგორც წესი, იყო 1 სუპერმარკეტი, 1 აფთიაქი. ჩვენთან იმავე სტანდარტებით უბანი რომ ნახოთ, არის დაახლოებით 10 სუპერმარკეტი და 3-4 აფთიაქი. ბუნებრივია, რაც მეტია ობიექტი, მით მეტია შესაბამისი ქსელის დანახარჯი და ეს, საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებელზე და ფასებზე აისახება.
აქაც გვინდა გავარკვიოთ, რამდენად შეიძლება, ეს პრაქტიკა შეიცვალოს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი აისახოს ფასების დაწევაზე" - ირაკლი კობახიძე.