"რატომ გააჟღერეს ინიციატივა იმის შესახებ, რომ მომავალი წლიდან კომისიას შექმნიან და ფასების ზრდის კანონიერებას შეისწავლიან?"

"რატომ გააჟღერეს ინიციატივა იმის შესახებ, რომ მომავალი წლიდან კომისიას შექმნიან და ფასების ზრდის კანონიერებას შეისწავლიან?"

"რატომ გააჟღერეს ინიციატივა იმის შესახებ, რომ მომავალი წლიდან კომისიას შექმნიან და ფასების ზრდის კანონიერებას შეისწავლიან? არ იცოდნენ აქამდე, რომ ხალხს ფასები და ცხოვრება გაუძვირეს?

მათ გადაწყვეტილებას შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

1. ხედავენ, რომ წინასაახალწლოდ, ხალხის დიდ ნაწილს აუცილებელი პროდუქტების შეძენა უჭირს.

2. ეშინიათ სოციალური ფონის, თვლიან, რომ სოციალური საკითხები ხალხის საჯარო მღელვარების საფუძველი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროტესტში...

3. როდის ხდება ხოლმე მემარცხენე და თითქმის სოციალისტური იდეები შედარებით პუპულარული? ძირითადად, ორ შემთხვევაში: 1. წინასაარჩევნო პერიოდში. 2. როდესაც ხედავ, რომ ხალხის მხარდაჭერა სხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად იკლებს...

4. ერთმანეთის დაჭერები და შიდა დაპირისპირება მათივე მომხრეებს აბნევს და ყოფს... საჭიროა, სხვა დიდი თემის შემოტანა და მასზე ყურადღების გადატანა, რაშიც ზოგჯერ ჩვენც უნებურად ვეხმარებით ხოლმე.

5. სუპერმარკეტები დიდი ფულია, ასობით მილიონი დოლარი. არ უნდა დარჩეს არც ერთი სფერო, რომელიც ახლებურ წესრიგს არ დაემორჩილება. ყველა სექტორი უნდა გაიწმინდოს გაგდებულ-დაკავებულების მინარევებისაგან...

მოკლედ, სინამდვილეში, ისევე გამოიძიებენ პროდუქტების გაძვირების მიზეზებს, როგორც პურის ფასის მომატების საფუძვლები შეისწავლეს თავის დროზე... სამაგიეროდ, პროცესს გაწელავენ და მომდევნო რამდენიმე თვე ამ საკითხების ირგვლივ იტრიალებენ...

შესაძლოა, სწორედ ამ ფონზე დანიშნონ არჩევნები, იმ გათვლით და იმედით, რომ მოსწორებულ პოლიტიკურ ველზე, რეპრესიების, დრაკონული კანონების, მასობრივი დაკავებების და ა.შ პარალელურად, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას არ დაიწერენ (რაც რამდენიმე საგარეო ფაქტორზე იქნება დამოკიდებული), რაღაც ლეგიტიმაციას მაინც მოიპოვებენ (რომლის უქონლობა მათთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა)...

ვინც მათ მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, აკრძალვით დაემუქრებიან, ვინც მიიღებს - გახარიებივით „გადარჩებიან“.

თუმცა, თუ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მართლაც რეალური გახდა, რელევანტური ხდება კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი?" - წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე.